გარემოსდაცვითი ზედამხედველობა: გორში, ელექტროშოკური აპარატით 10 კგ თევზი დაიჭირეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხისა და სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზის მოპოვებას. ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს-ს შესაბამის რაიონულ პოლიციაში გადაიგზავნებ

კომენტარები