ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ ომის შემდეგ დაშორებული ოჯახების გაერთიანება დაიწყეს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ 1950-1953 წლებში კორეის ომის შედეგად დაშორებული ოჯახების გაერთიანება დაიწყეს.

პირველ ეტაპზე 180 კორეელი შეარჩიეს, რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ნათესავებთან შეხვედრას შეძლებენ.

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეაში, ორი ქვეყნის საზღვართან მდებარე რეგიონში 20-22 აგვისტორს 93 მოქალაქეს გაგზავნის. მათ შორის არიან 101 წლის მამაკაცი დ 100 წლის ქალი. ჯგუფის 35 წევრის ასაკი 90 წელს აღემატება. თავის მხრივ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში ნათესავებთან შესახვედრად 88 მოქალაქეს 24-26 აგვისტოს გაგზავნის.

მაისში წითელი ჯვრის ორგანიზაციას ნათესავებთან შეხვედრის სურვილით 132,000-ზე მეტმა სამხრეთ კორეელმა მიმართა, თუმცა, როგორც დადგინდა, მათი ნათესავებიდან მხოლოდ 57,000 ჩრდილოეთ კორეელი იყო ცოცხალი. მსურველთა რიცხვი ლატარიის მეშვეობით 500-მდე შეამცირეს, ხოლო აქედან 93 მოქალაქე ჯანრმთელობის და ასაკის გათვალისწინებით აარჩიეს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში მცხოვრები ნათესავების მსგავსი შეხვედრა უკანასკნელად 2015 წლის ოქტომბერში მოხდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები