დემი ლოვატო

მე ბრძოლას ვაგრძელებ!- დემი ლოვატო ზედოზირების შემდეგ პირველად გამოჩნდა

ამერიკელმა მომღერალმა დემი ლოვატომ, პირველი პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ზედოზირების შედეგად საავადმყოფოში მოხვდა. 

"ეს არის დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში არ ქრება. ეს არის ის, რისი გადალახვის პროცესში მუდმივად ხარ",- წერს მომღერალი instagram- ზე.  

ლოვატომ ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა ღმერთს, რომ სიცოცლხე შემინარჩუნა. მადლობა ჩემ ერთგულ ფანებს სიყვარულისთვის და თანადგომისთვის. თქვენმა ლოცვამ და მხარდაჭერამ გადამატანინა ეს რთული პერიოდი",- წერს ლოვატო.

​მომღერალმა ოჯახსაც გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდებოდა. 

პოპმომღერალი წერს, რომ მას რეაბილიტაციისთვის დრო სჭირდება. 

"მე ბრძოლას ვაგრძელებ!",- წერს დემი ლოვატო

A post shared by Demi Lovato (@ddlovato) on

25 ივლისს ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ჰეროინის ზედოზირების შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერალი ჰოლივუდში, საკუთარ სახლში გახდა ცუდად.

ლოვატო წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობდა. მომღერლის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლებია განხილვის საგანია. 2017 წელს მან თქვა, რომ სიფხიზლის 6 წელი აღნიშნა. თუმცა 2018 წლის ივნისში მან სიმღერა Sober გამოუშვა, სადაც ის ამბობს, რომ სასმელს კვლავ იღებს, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები