საზოგადოებრივი ტუალეტი

მერია დედაქალაქში 40 ტუალეტს დადგამს, პროექტის პრეზენტაცია 7 აგვისტოს იგეგმება

Getty Images

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინფორმაციით, ხვალ, 7 აგვისტოს თბილისში, რიყის პარკში ისრაელური კომპანია "კას გრუფი" მის მიერ წარმოებული ე. წ. სითი ბოქსების პრეზენტაციას გამართავს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის თანახმად, დედაქალაქში სპეციალური ტუალეტები უნდა განთავსდეს.

კომპანიის ინფორმაციით, სითი ბოქსები თანამედროვე ტიპის მუნიციპალური ტუალეტებია, რომელიც თბილისში 40 სხვადასხვა ადგილას დაიდგმება. მას "კას გრუფი" ჩინეთში, საკუთარ ქარხანაში აწარმოებს.

დედაქალაქში ახალი მუნიციპალური ტუალეტების დადგმის შესახებ დაპირება რამდენიმე წელია არსებობს, დღემდე პროექტს დღის სინათლე არ უნახავს. 

საქართველოში საჯარო ტუალეტების ნაკლებობა ქვეყნის მოსახლეობასა და ვიზიტორებს ხშირ შემთხვევაში რთულ ვითარებაში აყენებს. 

კომენტარები