10 წელი ოკუპაციიდან

მაჭახელაში აქციის მონაწილეებს მაგიდიდან პუტინის ტრანსპარანტის აღება მოსთხოვეს

7 აგვისტოს აქცია "10 წელი ოკუპაციიდან" გაიმართა. აქციის ერთერთი მონაწილე, ანი გვათუა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს, რომ თავისუფლების მოედანზე მდებარე რესტორან მაჭახელა/სამიკიტნოში მას და მის მეგობრებს მაგიდიდან აქციიდან წამოღებული პუტინის ტრანსპარანტის აღება მოსთხოვეს.

"რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela - Samikitnoში თავისუფლების მოედანზე ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი. მიზეზი ამის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი "პატრიოტი" შემოვიდეს... მოუხედავად იმისა რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით ვიდრე ტერიტორიები...პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი." - წერს გვათუა სოციალურ ქსელში.

კომენტარები