ტერორიზმი

პალიტრამ ვიდეო მოიპოვა, მასში ტერორისტები საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებიან

პალიტრანიუსი

პალიტრანიუსმა ვიდეო მოიპოვა, რომელშიც ტერორისტები საქართველოს ხელისუფლებას ემუქრებიან

"პალიტრანიუსმა" ვიდეო მოიპოვა, რომელშიც, როგორც მედია აღნიშნავს, ISIS-ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება. 

"ჩვენი ძმები, რომლებსაც უღალატეს ქართულმა ხელისუფლებამ და დახოცეს. ეს არის ლაფანყურის სპეცოპერაცია - ტერორისტული აქტი საქართველოს ხელისუფლების მიერ. თქვენ დაგვიხოცეთ ძმები!!! ინშა ალლაჰ, სულ მალე ჩვენ დაგიხოცავთ, როგორც თქვენ დაგვიხოცეთ!... ორი ძმა მოგვიკალით, დაგვიწვით არაფრის გულისათვის. სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს, ურჯულოებო!

გეშინოდეთ ჩვენი, ჩვენ დაგიხოცავთ შვილებს, როგორც მათ დაგვიხოცეს. 

გაუჩინარებული მაგამედოვი, დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი. გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია, აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატით და მოტყუებით. ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის, სულ მალე დაგაყრევინებთ დავებს. დაგხოცავთ თქვენივე სახლებში", - ნათქვამია ვიდეოში. 

[video:https://video.ambebi.ge/files-6/2018/08-06/muqaraisisi.mp4]

პალიტრა ნიუსი აღნიშნავს, რომ ვიდეო სავარაუდოდ 2 კვირის წინაა დამზადებული და ერთ-ერთი ვერსით სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ. რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდა, კავშირშია ზემოხსენებულ დაჯგუფებასთან.

ტაბულას სუს-ში უთხრეს, რომ ამ ვიდეოს შესახებ ცნობილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები