რუსული ოკუპაცია

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, ზუგდიდსა და გორში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე ზუგდიდში და გორში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

"რუსეთი ოკუპანტია!", "არ შეეგუო ოკუპაციას!" - ეს წარწერები ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში, კედლებზე და ტროტუარებზე 8 აგვისტოს ღამეს გამოჩნდა. 


ფოტო: ლაივპრესი


ფოტო: ლაივპრესი


ფოტო: ლაივპრესი

შინდისის გმირების ქუჩა - ასეთი აბრები კი გორის ცენტრალურ, სტალინის გამზირზე, რამდენიმე ადგილას, 8 აგვისტოს, გამთენიისას გამოჩნდა.


ფოტო: რადიო მოზაიკა


ფოტო: რადიო მოზაიკა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები