კლუბი ბასიანი

კლუბ Bassiani-ის რეზიდენტები მოსკოვში დაუკრავენ

ბასიანი

15 სექტემბერს კლუბ ბასიანის რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ.

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება იმისთვის, რომ თბილისური ტექნო-წვეულებების "თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს".

Red Bull Music Festival Moscow წერს, რომ "მოსკოველების წინაშე წარსდგებიან" კლუბის რეზიდენტები: Bassiani Records-ის არტდირექტორი თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი, Zurkin და ზუკა ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით Zesknel.

კომენტარები