სამაშველო ოპერაცია

რიონში ჩავარდნილი კაცი, მაშველების მისვლამდე მე-3 ბრიგადის ჯარისკაცმა გადაარჩინა (ვიდეო)

ქუთაისი მაშველებმა მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი  გადაარჩინეს. 

მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის წითელი ხიდიდან გადახტა. 

მაშველების მოსვლამდე, ის ახალგაზრდა მამაკაცმა გადაარჩინა. ბიჭი, რომელიც რიონში კაცის გადასარჩენად შევიდა მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა.

"ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩაძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!",- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები