რუსული ოკუპაცია

რუსეთის მოსახლეობის 81% აგვისტოს ომში, რუსეთის ქმედებებს დადებითად აფასებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის, ВЦИОМ-ის კვლევის მიხედვით, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა (80%) ეთანხმება.  ამის შესახებ РИА Новости წერს. 

გაირკვა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტია უკმაყოფილო კრემლის გადაწყვეტილებით.

ასევე მოსახლეობის 81% აგვისტოს ომში, რუსეთის ქმედებებს დადებითად აფასებს. ისინი თვლიან, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როცა "ოსი ხალხი დაიცვა".

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

გორის მუნიციპალიტეტში ვითარება აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბისა და ფსოუს მდინარის გავლით, 15 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა.

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

კომენტარები