შსს-მ დააკავა მამა, რომელიც წლების მანძილზე 8 შვილს სახლიდან არ უშვებდა

Screengrab / Rustavi2

სამართალდამცველებმა სვანეთში დააკავეს მოქალაქე ამირან დევნოზაშვილი, რომელსაც წლების მანძილზე შვილები, 3 ვაჟი და 5 ქალიშვილი, სახლში იძულებით ჰყავდა გამოკეტილი.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ დევნოზაშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მულით არის დაკავებული, რაც იძულებას, თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

შსს-ის ცნობით, გამოძიებისა და ბავშვების ინტერესის გათვალისწინებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ბავშვების შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. რუსთავი 2-ის იანვარში გასული სიუჟეტის მიხედვით, ბავშვების ასაკი 7-დან 21 წლამდე იყო. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ.

კომენტარები