ვაკანსია

საბერძნეთის კუნძულზე კატების მომვლელის ვაკანსია გამოცხადდა

0 კომენტარი

საბერძნეთში, საქველმოქმედო ორგანიზაცია Godʼs Little People Cat Rescue-მა კატების მომვლელზე ვაკანსია გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს

პირმა, რომელსაც ამ სამსახურში აიყვანენ, კუნძულ სიროსზე მცხოვრებ 55 კატას უნდა მოუაროს.

მოთხოვნებში წერია, რომ სამსახურის მსურველი 45 წლამდე უნდა იყოს, კატებთან ადვილად შედიოდეს კონტაქტში, ისინი შემოიჩვიოს და საჭიროების შემთხვევაში დაიმორჩილოს  და განკურნოს კიდეც 

სამუშაო დროის სავარაუდო ხანგრძლივობა 4 საათია, გამოსაცდელი ვადა კი 1 თვეა, რის შემდეგაც წარმატებულ კანდიდატს მინიმუმ ნახევარწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ხელფასის გარდა, მომვლელს სთავაზობენ უფასოდ იცხოვროს კერძო, კომფორტულ სახლში, რომელიც ეგეოსის ზღვას გადაჰყურებს და აქვს ლამაზი დიდი ეზო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები