აშშ-მექსიკა

აშშ და მექსიკა ნარკოკარტელებთან საბრძოლველად ერთობლივ გუნდს შექმნიან

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

აშშ და მექსიკა ნარკოკარტელებთან ბრძოლისათვის ერთობლივ გუნდს შექმნიან, რომლის მთავარი შტაბი ჩიკაგოში იქნება.

გუნდის მთავარი სამიზნე იმ კარტელების ლიდერები და ფინანსების წყაროები იქნება, რომლებსაც აშშ-ში ოპიოიდები არალეგალურად შეაქვთ.

გადაწყვეტილება აშშ-ში ნარკოტიკებით ზედოზირების შემთხვევების მატებას მოჰყვა. მიმდინარე კვირაში კონექტიკუტის პარკში 40 ადამიანის ზედოზირების გამო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ერთი მამაკაცი დააკავეს. ზედოზირების შემთხვევები დაფიქსირდა იელის უნივერსიტეტშიც. ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. გავრცელებული ცნობით მათ K2-ის სახელით ცნობილი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება მიიღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები