სტიქია

ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასობით შეტყობინება შევიდა

18 აგვისტოს ღამეს, ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მხოლოდ თბილისიდან 127 შეტყობინება შევიდა.

სამაშველო ჯგუფებს საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბა მოუწიათ. სხვადასხვა სახის დახმარება 70 ოჯახს დასჭირდა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წყნეთის ქუჩაზე მიწის საფარი ჩაინგრა, დაზიანდა კედელი და ავტომანქანა, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც. ქუთაისის ქუჩაზე დაიტბორა სკოლის პირველი სართული, პეკინის გამზირზე კი - ერთერთი მაღაზია. მაყაშვილის ქუჩაზე ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგა. არავინ დაშავებულა.

ღამის 12 საათამდე თელავსა და მიმდებარე სოფლებიდან დახმარება ასზე მეტმა ადამიანმა ითხოვა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, რამდენიმე ადგილზე ძლიერმა სეტყვამ ხეებისა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. თელავში 80 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
 

კომენტარები