ინდონეზია

ინდონეზიის პრეზიდენტი აზიური თამაშების გახსნაზე მოტოციკლით მივიდა [VIDEO]

ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვიდოდო 2018 წლის აზიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მოტოციკლით მივიდა.

სოციალურ მედიაში გავრცელდა სპეციალური ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ პრეზიდენტი რეზიდენციიდან სპეციალური ესკორტით დაიძრა, თუმცა საცობში შეყოვნდა, რის გამოც ის მოტოციკლზე დაჯდა და ცერემონიაზე ამგვარად მივიდა. ვიდეოში მოტოციკლისტი სახიფათო ტრიუკებსაც ასრულებს, ხოლო ვიდეოს ბოლოს პრეზიდენტი საკუთარ ადგილს იკავებს მოედანზე, რომელზეც გახსნის ცერემონიისათვის 600 ტონიანი, ტროპიკულ თემატიკაზე შექმნილი სცენა იყო დამონტაჟებული. ცერემონიას მინი-ვულკანი და 4,000 მოცეკვავე აფორმებდა.

კომენტარები