ამინდის პროგნოზი

"შავი ზღვის სანაპიროზე ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს" - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

on.ge

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, "20-23 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა".

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება. 

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები +27, +29 გრადუსს ვარაუდობენ.

თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები