2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

პარტია "თავისუფალი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა იქნება. 

პარტიამ საპრეზიდენტო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო. 

კახა კუკავა მხარდამჭერებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეხვდა. 

ძველი და ახალი ხელისუფლების გაკრიტიკების გარდა, კუკავამ ბანკების პრობლემებზე, ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, პენსიებსა და საჯარო მოხელეების ხელფასებზე ისაუბრა. 

კუკავამ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გოგი წულაია დაასახელა.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები