ამერიკელი რეპერი კანიე უესტი თავისი მეგობრისა და ასევე რეპერის 2 Chainz-ის ქორწილში ლუი ვიტონის პიჯაკით და Yeezy-ს ფირმის ჩუსტებით მივიდა.
უჩვეულო ფეხსაცმელმა ყურადღება იმითაც მიიპყრო რომ ის 2 ზომით პატარა იყო.
41 წლის რეპერის ამ არჩევანს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქორწილში, რომელიც მაიამიში გაიმართა, რეპერი ცოლთან, კიმ კარდაშიანთან ერთად მივიდა. წყვილი ცერემონიაზე ყვითელი ჯიპით გამოჩნდა, რომელიც კიმისთვის ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა და ჩამოსვლის დროს მეუღლის დახმარება დასჭირდა.