გურამ კაშია

UEFA-მ გურამ კაშიას ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის თანასწორობის ჯილდო გადასცა

0 კომენტარი
ფოტო: UEFA

UEFA-მ გურამ კაშიას ლგბტ თემის უყრევი მხარდაჭერისთვის თანასწორი თამაშის ჯილდო გადასცა. 

"ქართველი გურამ კაშია მიიღებს Equal Game-ის (თანასწორი თამაშის) ჯილდოს ლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის", - წერს უეფა. 

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ოფიციალურ საიტზე წერია: 

"UEFA-მ გადაწყვიტა, #EqualGame-ის პრიზით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გურამ კაშია დააჯილდოვოს

ეს ჯილდო გულისხმობს იმ მოთამაშის აღიარებას, რომელმაც მრავალფეროვნების და ინკლუზიის მხარდაჭერის კუთხით ევროპულ ფეხბურთში დიდი როლი შეასრულა. 

კაშიას ჟესტს - კაპიტნის ლგბტ დროშის სამკლავურის გაკეთებას მის მშობლიურ საქართველოში განსაკუთრებით ნეგატიური და მტრული გამოხმაურება მოჰყვა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვებისკენაც კი მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაშიამ ბევრი მუქარა მიიღო, თავისი საქციელი არ ინანა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერას.

უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ სეფრინი ამბობს: მე ვულოცავ გურამს თავის მტკიცე ხასიათს და სიმამაცეს. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის და იმსახურებს ამ ჯილდოს მიღებას". 

გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდოს უეფას ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის ცერემონიალზე, მონაკოში, 30 აგვისტოს გადასცემენ. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით 2017 წლის 23 ოქტომბერს ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში საქართველოში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. 

თუმცა, კაშიამ თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები