ტექნოლოგია

აშშ-ში შექმნეს დრონი, რომელსაც დაღლილი ადამიანის ამოცნობა და ყავის მიტანა შეუძლია

0 კომენტარი

აშშ-ში შექმნეს დრონი, რომელსაც შეუძლია, ადამიანზე დაკვირვებით გაანალიზოს, რამდენად დაღლილია ის და მოუტანოს ყავა. ამის შესახებ BBC წერს.

კომპანია IBM-მ ინოვაციური ტექნოლოგია უკვე დააპატენტა. დრონები ოფისის თანამშრომლებისთვის შექმნეს.

მისი გამოძახება ადამიანს ხელის მოძრაობითაც შეუძლია. შემდეგაც დრონი ყავას მის ფინჯანში ჩაასხამს. ადგილზე მიტანაც შეუძლია და იმისთვის, რომ ყავა არ დაიღვაროს, ჭიქას წყალგამძლე პაკეტშიც ათავსებს. 

ფოტო: bbc

ფოტო: bbc
დრონის მუშაობის ყველა დეტალი უცნობია. 

უცნობია ისიც, აპირებს თუ არა IBM ტექნოლოგიის გავრცელებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები