ესტონეთი

ესტონეთში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

0 კომენტარი
ფოტო: estonianworld.com

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. ის იმ ადამიანებს ეძღვნება, ვინც საბჭოთა კავშირის ტერორის გამო დაიტანჯა და დაიღუპა.

მემორიალზე 22 ათასი ადამიანის სახელია, რომლებიც დახოცეს, ასევე საპყრობილეში არაჰუმანური პირობების და დევნილობის გამო დაიღუპნენ.

მემორიალის ერთი კედელი კი მხოლოდ იმ სამხედრო პირებს ეძღვნება, რომლებიც კომუნიზმის ტერორს ემსხვერპლნენ. 

მემორიალი უკვე შეადარეს ვაშინგტონის ვიეტნამის ვეტერანთა ხსოვნის მემორიალს. 

"ეს ადგილი მუდმივად შეგვახსენებს, რომ თავისუფლება და ადამიანის სიცოცხლე ადგილად იკარგება. ის შეახსენებს ესტონელ ხალხს, რომ უნდა შეინარჩუნონ თავიანთი სახლი - თავისუფალი ესტონეთი", - წერია ორგანიზაცია "ესტონეთის ისტორიული მეხსიერების ინსტიტუტის" განცხადებაში.

მემორიალს ორი ნაწილი აქვს - "მოგზაურობა" და "მშობლიური ბაღი". 

"მოგზაურობა" დერეფანია, რომლის კედლებზეც რეჟიმის მსხვერპლთა გვარები წერია. ეს დერეფანი ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან ადამიანების დაუნდობლობის და მტრული დამოკიდებულების სიმბოლოა.

ფოტო: estonianworld.com

მეორე ნაწილი კი კედლებზე ვაშლის ხეებითა და თაფლით სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე მიუთითებს. 

"ადამიანებს იძულებით დაატოვებინეს სახლები და აიძულეს, გაევლოთ ტანჯვის გზა. მხოლოდ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა გადარჩება და "მშობლიურ ბაღში" დაბრუნება. ესტონეთმა ყოველი 5-დან 1 მოქალაქე დაკარგა საბჭოთა კავშირის ტერორის გამო. დღეს მათი უმეტესობა უსახელო საფლავში განისვენებს. დაე, ეს მემორიალი იყოს მათი ხსოვნის აღმნიშვნელი", - წერს ინსტიტუტი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები