რუსული ოკუპაცია

თრუსოს ხეობაში, ლაშქრობაში მყოფი საქართველოს 5 მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს

flickr

რუსმა ოკუპანტებმა თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს მოქალაქეები ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული“. მათივე ცნობით, ამის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კომენტარები