ირანი

Reuters: საფრანგეთმა დიპლომატებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

Reuters-ის მიხედვით საფრანგეთმა დიპლომატებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში ირანში მოგზაურობისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა.

გამოცემის მიხედვით შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე წლის ივლისში პარიზში ირანული ოპოზიციური ჯგუფის შეკრებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანიც ესწრებოდა, დაგეგმილი აფეთქებაა, რომლიც ჩაშლაც დროულად მოახერხეს. დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით გერმანიამ ავსტრიაში მყოფი ირანელი დიპლომატი დააკავა, თუმცა ირანი მომხდართან კავშირს უარყოფს. წარმოშობით ირანელი, ბელგიის მოქალაქე წყვილი ტერორტული დანაშაულის მომზადების ბრალდებით დააკავეს ბელგიაში, ხოლო კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს საფრანგეთში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ასევე არ ადასტურებენ ცნობას იმის შესახებ, რომ ირანში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებს მოუწოდეს ოჯახის წევრები საფრანგეთში დაებრუნებინათ.

ინფორმაციას არ ადასტურებენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ამბობენ, რომ ირანსა და საფრნაგეთს შორის არსებულ ურთიერთობას მტრები ჰყავს და ფრანგი დიპლომატებისათვის ირანში მოგზაურობის შეზღუდვა სწორი არ არის.

კომენტარები