კრიმინალი

ფაშისტური მოძრაობის ლიდერი, გიორგი ჭელიძე უკანონო იარაღისთვის დააკავეს

იბერია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ჭელიძე დააკავეს.

"მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის" გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ფაშისტური დაჯგუფების ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით "ფაშისტური კვირადღე", სადაც იარაღიდან ისვრიან. ვიდეოს აღწრაში მითითებულია, რომ "ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას". დაჯგუფება წერს, რომ "შავპერანგიანები" ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში.

კომენტარები