დროებითი საგამოძიებო კომისია

კომისია: სკოლებში გაზრდილია აკრძალული ნივთების მოხმარება, გაპარვა, გაკვეთილის ჩაშლა

0 კომენტარი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დღეს სკოლებში უსაფრთხოების შესახებ დასკვნა წარმოადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება. კერძოდ:

  • 2015-2016 სასწავლო წლები - 1806 შემთხვევა;
  • 2016-2017 სასწავლო წლები - 1866 შემთხვევა;
  • 2017-2018 სასწავლო წლები - 2452 შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აკრძალულ ნივთებს მიეკუთვნება: ყველანაირი სახის იარაღი და ბასრი ნივთები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივითირებები, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთი, აზარტული თამაშების საშუალებები და ა.შ.გარდა

ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მონაწილე სკოლებში. კერძოდ:

სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით:

  • 2015-2016 სასწავლო წლები - 8403 შემთხვევა;
  • 2016-2017 სასწავლო წლები -8951 შემთხვევა;
  • 2017-2018 სასწავლო წლები -10838 შემთხვევა.

სკოლიდან გაპარვახორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე პირების სკოლებში:

  • 51-ე საჯარო სკოლა - 2015-2016 სასწავლო წლები - 82 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები - 81 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 116 შემთხვევა.
  • 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-2016 სასწავლო წლები - 124 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები- 186 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 289 შემთხვევა.

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ქვეყნის მასშტაბით:

  • 2015-2016 სასწავლო წლები. - 4495 შემთხვევა;
  • 2016-2017 სასწავლო წლები - 4853 შემთხვევა;
  • 2017-2018 სასწავლო წლები - 6553 შემთხვევა.

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ხორავას ქუჩის კონფლიქტში მონაწილე სკოლებში:

  • 51-ე საჯარო სკოლა - 2015-2016 სასწავლო წლები - 87 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები -107 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 143 შემთხვევა;
  • 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-2016 სასწავლო წლები - 42 შემთხვევა; 2016-2017 სასწავლო წლები -129 შემთხვევა; 2017-2018 სასწავლო წლები - 185 შემთხვევა.

კომისია აღნიშნავს, რომ გაკვეთილის ჩაშლის თითოეული შემთხვევა გულისხმობს არა მხოლოდ შეწყვეტილ სასწავლო პროცესს, არამედ პედაგოგს, კლასსა და მოსწავლეებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს, რაც სასკოლო საზოგადოებაში უსაფრთხო კლიმატს აუარესებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები