გიორგი ჭელიძის დაკავება

პროკურორი: ჭელიძემ ჩხრეკისას უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები ჩაყარა

www.facebook.com/გიორგი-ჭელიძე-Page

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფაშისტური მოძრაობის საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერის გიორგი ჭელიძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და ამის მიზეზად ჭელიძის მხრიდან მტკიცებულებების შესაძლო განადგურებას ასახელებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, მას ამის მცდელობა უკვე ჰქონდა. როგორ საქმის ერთერთმა პროკურორმა პროცესზე თქვა, პოლიციის მისვლისას ჭელიძე აბაზანაში შევარდა, უნიტაზი მოგლიჯა და ვაზნები ჩაყარა. 

"როცა გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკა დაიწყეს, შევარდა აბაზანაში, უნიტაზს მოგლიჯა და ვაზნების ნაწილი იქ ჩაყარა. აქედან გამომდინარე, გიორგი ჭელიძე ისევ გააგრძელებს მტკიცებულებების განადგურებას და ხელს შეუშლის გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას. ამიტომ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა", - თქვა პროკურორმა.

27 აგვისტოს ფაშისტური დაჯგუფების ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით "ფაშისტური კვირადღე", სადაც იარაღიდან ისვრიან. ვიდეოს აღწერაში მითითებულია, რომ "ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას". დაჯგუფება წერს, რომ "შავპერანგიანები" ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში.

სწორედ ამ ვიდეოს გამო დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შედეგად, ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი ცეცლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები