ტურიზმი

ვიზიტორთა რაოდენობამ 5,900,000-ს გადააჭარბა - ქვეყნები საიდანაც ტურისტული ნაკადი გაიზარდა

flickr.com

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 5.9 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 12.2%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ აგვისტოში საქართველოს საზღვარი 1,294,926-მა ადამიანმა გადაკვეთა, ეს წინა წელთან შედარებით 9.8%-ით მეტია. 

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 956 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11%;
  2. რუსეთი - 923 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 22%;
  3. სომხეთი - 837 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
  4. თურქეთი - 802 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 21%;
  5. ირანი - 215 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 14.4%;
  6. უკრაინა - 119 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1.9%;
  7. ისრაელი - 101 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%;
  8. საუდის არაბეთი - 43 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27%;
  9. გერმანია - 41 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 49%;
  10. ბელარუსი - 40 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 44%.

რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი

ამ 5.9 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 1.7 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან?

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურისტებმა საქართველოში იანვარ-ივლისში $1.7 მილიარდი დახარჯეს. ეს 2017 წელთან შედარებით 21%-ით მეტია. გასულ წელს ტურისტების ხარჯმა მთლიანობაში $2.7 მილიარდი შეადგინა, რაც საქართველოს ეკონომიკის 6.9% იყო. 2018 წელს სავარაუდოდ, ეს რიცხვი $3 მილიარდს გადააჭარბებს. 

ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროები:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში სულ 2,342 სასტუმროს ტიპის ობიექტია (აქედან: 842 სასტუმროა, 938 საოჯახო სასტუმრო და 562 სხვა ტიპის განთავსების ობიექტი). ამ ობიექტებში ნომრების საერთო რაოდენობა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 23,083-ს, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 48%-ით აღემატება. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ნომერი აჭარაშია, მეორე ადგილზე თბილისა. 

რვა მილიონიანი ბარიერი

თუ წლის ბოლომდე ვიზიტორთა ნაკადის არსებული ზრდა შენარჩუნდა, საქართველოს საზღვარს 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური გადაკვეთს. წლების მიხედვით, ვიზიტორთა ნაკადი ასე იცვლებოდა:

კომენტარები