იაპონიის ჩრდილოეთით, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია.
დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი.
მიწისძვრის გამო დაზიანდა თერმული ელექტროსადგური, რის გამოც 3 მილიონზე მეტ სახლს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.
მოსახლეობა განმეორებითი ბიძგების საშიშროების შესახებ გააფრთხილეს. ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
მიწისძვრამდე იაპონიას ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე მძლავრი ტაიფუნი "ჯები" დაატყდა თავს.