ხარაგაული

ხარაგაულში დოღში გამარჯვებულები ქერით დააჯილდოვეს

0 კომენტარი

სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ადგილობრივების ინიციატივით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრისა და კიცხის ტერიტორიაზე 7 სექტემბერს დოღი მოეწყო, სადაც 30-მდე ცხენოსანი მონაწილეობდა.

ღონისძიებას ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მისი მოადგილე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ გიორგი არევაძეს -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს - 50კგ. 

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები