არაფორმალური მმართველობა

"არის თუ არა ივანიშვილი თქვენი ბოსი?" - ედუარდ ლუსის კითხვა ბახტაძეს

EPRC

"თქვენ ბიძინა ივანიშვილთან ხართ ანგარიშვალდებული? ვინ არის თქვენი ბოსი?" - თბილისში გამართული გლობალური ფორუმის ფარგლებში ამ კითხვით მიმართა Financial Time-ის ანალიტიკოსმა ედუარდ ლუსმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს. "თქვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1/3-ის ტოლფასია. ეს გარკვეულწილად ოლიგარქიული ვითარებაა, ხომ? განა ეს არ აყენებს ჩრდილს ქართულ დემოკრატიას?"- ჰკითხა ლუსმა ბახტაძეს.

მამუკა ბახტაძის პასუხი - მე ვარ ანგარიშვალდებული მათდამი, ვინც ოცნებას მისცა ხმა, ანგარიშვალდებული ვარ მთელი საზოგადოების წინაშე

მე ვარ ანგარიშვალდებული მათდამი, ვინც არჩევნებში ქართულ ოცნებას მისცა ხმა, ანგარიშვალდებული ვარ მთელი ქართული საზოგადოების წინაშე. ეს ნათელია. ყველაფერი დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია.

ვფიქრობ რომ თქვენ კითხაზე საუკეთესო პასუხი არის ნამდვილი სტატისტიკა და რიცხვები, თუ რა პროგრესს მივაღწიეთ ყველა საერთაშორისო რეიტინგში. ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი არ არის შედარება წარსულთან, თუ რა იყო 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. პროგრესი და მიღწევები ნადვილად დიდია, მაგრამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, მთავრობა, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება უნდა კონსოლიდირდეს, რათა გადავლახოთ გამოწვევები. ეს გზა გამოწვევებითაა სავსე, ჩვენ არ გვაქვს ილუზიები. ჩვენ არ გვაქვს არავითარი ალტერნატიული გზა, გარდა ერთისა - საზოგადოების გაერთიანება და კონსოლიდაცია. ასე რომ, ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ. საქართველო იქცა უდავო ლიდერად რეგიონში. თუმცა, გამოწვევები დიდია. აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ და შევამციროთ სიღარიბის პრობლემა. მას შემდეგ, რაც ამ პრობლემას გადავლახავთ, ჩვენი შანსები ბევრად გაიზრდება - ჩვენი პოლიტიკა და ეკონომიკა ბევრად უფრო მდგრადი გახდება.

ყველას ესმის, რომ რუსეთი ყველაფერს ცდილობს, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში საკუთარი მიზნების მიღწევას ვერ შეძლებენ. ამას ძალიან კონკრეტული მიზეზები აქვს. ეს ეხება არა მხოლოდ მმართველ პარტიასა და პოლიტიკურ სპექტრს, არამედ ქართული საზოგადოების ძირითად ღირებულებებსა და მისწრაფებებს. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ პროაქტიულები და ვართ კიდეც პროაქტიულები. დემოკრატიის მშენებლობის გზაზე უდიდესი მიღწევები გვაქვს, გვჭირდება უზარმაზარი მიღწევები ეკონომიკის მხრივ, რათა გავზარდოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. სწორედ ამ ორის კომბინაცია აქცევს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირის სრულფასოვან წევრად.

ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული?

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით თბილისში იმართება ფორუმი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშოროსო ანალიტიკოსები ესწრებიან. 

კომენტარები