ზაზა სარალიძე

სარალიძე: ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რომლებიც ჩემი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ

ნეტგაზეთი

ყველა იმ პოლიციელს რომლებიც გუშინდელ ინციდენტში იღებდა მონაწილეობას თავიანთი უღირსი უფროსების ბრძანებით, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მათ მივაყენე- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე Facebook-ში წერს. 

"მე მჯერა,რომ პოლიცია სამართლის გვერდით იდგა დგას და იდგომება. მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს რომლებიც ჩემი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ და ბოდიშს ვუხდი იმ უღირსი პოლიციელების გამოც ვინც არცხვენს ჩვენი პოლიციის მუნდირს. ფორმას ამოფარებული სატანები, რომლებიც ღირსებას ულახავს ჩვენ ღირსეულ პოლიციელებს უნდა მოშორდნენ მათ რიგებს. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე და მუდამ მოვუხდი ბოდიშს.იმედი მაქვს აღარ განმეორდება მათი უღირსი უფროსებიდან არანაირი ზეწოლა ჩვენს მიმართ და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალმა გაიმარჯვოს",- დაწერა მან. 

გუშინ, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ზაზა სარალიძეს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მას მერე დაიწყო, რაც პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს საწვიმარის დადგმის უფლება არ მისცა.

ზაზა სარალიძე შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების მანქანას მონაწილეები რამდენიმე წუთის განმავლობაში ელოდნენ. ზაზა სარალიძე  სამედიცინო დაწესებულებაშია გადაიყვანეს. 

ექიმების აკრძალვის მიუხედავად სარალიძე შიმშილობას აგრძელებს. ის ამ დროისთვის ის ისევ პარლამენტის შენობასთან იმყოფება. 

კომენტარები