არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილს 101 ათასი ლარი შესწირეს, შემომწირველებს შორისაა მსხვილი ბიზნესიც

პარლამენტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილი ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდმა 22 აგვისტო - 11 სექტემბრის მონაკვეთში შემოწირულობების სახით 101,701 ლარი მიიღო. 

აღნიშნულ პერიოდში ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ყველაზე მეტი თანხა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ გადაურიცხა. შემოწირულობის ოდენობა 50,000 ლარია. 

სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულობა საკუთარ თავსაც გაუკეთა. დეპუტატმა კამპანიას ჯამში 40,000 ლარი გადაურიცხა. 

ზურაბიშვილს ფულადი შემოწირულობა სულ 14 ფიზიკური პირისგან აქვს მიღებული. 

საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს 28 ოქტომბერს აირჩევს. 

კომენტარები