საპატრიარქოში ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მღვდელმსახურებმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო პარაკლისს აღავლენენ.
არსებული ინფორმაციით, ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილეს.
ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის.
დღესვე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით თქვა, რომ მარიხუანას ექსპორტის ზნეობრივ საკითხებთან მიბმა უზნეობაა. "ამ საკითხის [მარიხუანას ექსპორტის] მიბმა მორალთან და ზნეობასთან, მე პირადად უზნეობად მიმაჩნია,"- ამბობს მინისტრი.