კრიმინალი

თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საია

გორის სასამართლომ თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ ატენში რ.ა.-ს კონფლიქტი მოუხდა თ.კ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული რ.ა. იმავე დღეს მივიდა თ.კ.-ს დედასთან ე.კ.-სთან სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას ხის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად ე.კ. 2018 წლის 1 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 30 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ატენში დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა"- წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები