შვეიცარია

შვეიცარიაში რუსეთის ორი ჯაშუში თავდაცვის ლაბორატორიაზე კიბერ თავდასხმას გეგმავდა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

შვეიცარიის ოფიციალური პირების განცხადებით მიმდინარე წლის მარტში ჰოლანდიაში დაკავებული და ქვეყნიდან გაძევებული ორი რუსი ჯაშუში შვეიცარიის თავდაცვის ლაბორატორიაში, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სეგეი სკრიპალის მოსაწამლად გამოყენებულ ნერვულ აგენტს, "ნოვიჩოკს" იკვლევს, კიბერ თავდასხმას გეგმავდა.

რუსეთის მოქალაქეების მიმართ ეჭვი პოლიტიკური შპიონაჟის საფუძველზე მარტში გაჩნდა. შვეიცარიის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰააგაში მომუშავე რუსეთის ორი მოქალაქე რუსეთის მთავრობის ჯაშუშები იყვნენ და შვეიცარიაში არალეგალურ ქმედებებს გეგმავდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

შვეიცარიელი გამომძიებლები ასევე სწავლობენ კიდევ ერთ კიბერ თავდასხმას დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტოზე, რომელთანაც კავშირი, შესაძლოა, რუსულ სააგენტოებს ჰქონდეთ.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. შვეიცარიამ რუსეთს მოსთხოვა აღკვეთოს ყველანაირი ჯაშუშური და არალეგალური საქმიანობა მის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ბრიტანეთის პოლციის მიერ ეჭვმიტანილად დასახელებული ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი რუსეთის მოქალაქეები არიან.

პოლიციის მიხედვით სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების დასატანად მათ ნინა რიჩის სუნამოს მოდიფიცირებული ფლაკონი გამოიყენეს, რომელის შემდგომ ბრიტანეთის ორი მოქალაქის ხელში აღმოჩნდა, რამაც ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალება გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით ისინი რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან და ოპერაციაზე დასტური სავარაუდოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

გუშინ ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები კრიმინალები არ არიან.

უკვე გამოიცა ევროკავშირის მასშტაბით დაკავების ორდერი. დიდი ბრიტანეთი მათი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთს არ მიმართავს, რადგან ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის თაობაზე შეთანხმება არ არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები