თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 18 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, ცინცაძის, თამარაშვილის, ონიაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ჭილაძის, ქართველიშვილის, დელისის, ართმელიძის, ბერიტაშვილის, ვაზისუბნის, ლვოვის, ვახტანგ ჩიქოვანის, ყუშიტაშვილის, ალასანიას, მარუშიძის, ლომონოსოვის, შარტავას, იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის და გლდანის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თემქის დასახლების IV მიკრორიონის, თემქის დასახლების III მიკრორიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების, რომელაშვილის, ნიჟარაძის, ნუშის, ავშნის, მონადირეს და ფირცხალავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აჯიაშვილის, გორგასლის, სამღებროს, კოტე აფხაზის, თუმანიანის, ბეთლემის, იერუსალიმის, ორპირის, საადის, გომის, სალმის, ძმები ზდანევიჩების, ბოტანიკის, აბანოს, ირგვლივის, გრიშაშვილის, ახუნდოვის, შუშინის და მირზა შაფი ლაზახის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ხოშარაულის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის და კავსაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები