ოკუპაცია

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ე.წ. საიუბილეო კუპიურა მოჭრა

nb-ra

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. საიუბილეო კუპიურა გამოუშვა. ე.წ. ბანკნოტის ნომინალი 500 "აფსარია" და მასზე პირველი დეფაქტო პრეზიდენი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული. 

ოკუპირებულ აფხაზეთში, ისევე როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ფულის მოვალეობას რუსული რუბლი ასრულებს. 500 "აფსარიც" რუსულ რუბლზეა მიბმული, მისი პირობითი "ღირებულება" 5000 რუბლი იქნება. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას თქმით, "საიუბლიეო ბანკნოტი" ხელმისაწვდომი იქნება 2018 წლის 30 სექტემბრიდან. 

ბანკონტზე ვლადისლავ არძინბა და შეიარაღებული სეპარატისტები არიან გამოსახული. 

კომენტარები