ტრანსპორტი

ტრანსპორტის სექტორში მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვები იზრდება, რეგულაციით ისიც შემცირდება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ერთადერთი მზარდი დარგი საავტომობილო გადაზიდვები იყო, ახალი რეგულაციებით, მისი შემცირების ალბათობა მაღალია.

ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანით სულ 21.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც 2017 წელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. შემცირების მთავარ მიზეზს საქართველოს რკინიგზისა და პორტების ტვირთბრუნვის ვარდნა წარმოადგენს. 

პორეტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 7%-ით შემცირდა, ხოლო რკინიგზის ტვირთბრუნვა 2017 წელს არსებული 6.1 მილიონი ტონიდან 5.9 მილიონ ტონამდე დაეცა (2018 წლის პირველ შვიდ თვეში). 

უფრო კონკრეტულად ბათუმის პორტის ბრუნვა 12%-ით დაეცა, ფოთის პორტის 3%-ით, ყულევის ტერმინალის 20%-ით, ხოლო სუფსის ტერმინალის 5%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ საავტომობილო გადაზიდვები იზრდება. მეტიც, ტრაილერების მიერ გადაზიდული ტვირთების საერთო რაოდენობა რკინიგზის ტვირთბრუნვას 2.6-ჯერ აღემატება და 15.5 მილიონ ტონას შეადგენს. ეს 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით მეტია. გასული წლების განმავლობაშიც რკინიგზისა და პორტების ბრუნვის ვარდნის პარალელურად, საავტომობილო ტვირთბრუნვა იზრდებოდა.

დაგეგმილი რეგულაციები და მძღოლების პროტესტი

საპროტესტო აქცია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფოტო: rfe

ათასობით ტრაილერის მძღოლი შემოსავლის გარეშე შეიძლება დარჩეს. ამის მიზეზიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაა, რომელიც საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსპორტის ექსკლუზიურ უფლებას მხოლოდ რკინიგზას და პორტებს აძლევს. 

ტრაილერის მძღოლები ბრძანების გაუქმების მოთხოვნით უკვე მესამე დღეა თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საპროტესტო აქციას მართავენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საკუთარი ტრაილერებით რუსთაველის გამზირის გადაკეტვას აანონსებენ.

მთავრობის პასუხი - ხორბლის რკინიგზით გადაზიდვა ბევრად ცივილიზებულია

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 24 აგვისტოს თქვა, რომ აკრძალვის მიზეზი საბაჟოებზე წარმოქმნილი რიგები გახდა, რომ ტრაილერების რიგები ტურისტებს უშლიდნენ ხელს. ამიტომ მისი თქმით, სახელმწიფომ ხორბლის უფრო "ცივილიზებული" გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო.

აკრძალვის შედეგად საქართველოს მთავრობამ ახალი მონოპოლია შექმნა და კომპანიებს ხორბლის ტრანსპორტირების ბაზარი ხელოვნურად ჩაუკეტა. მეტიც, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მოგებული დარჩება საქართველოს რკინიგზა, რომელიც უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. 

რკინიგზის შემოსავალი რეკორდულად არის შემცირებული, ცვლილება სავარაუდოდ მისი ტვირთბრუნვის გაზრდას ისახავს მიზნად

საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში 36%-ით , 74 მილიონ ლარამდე შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. რკინიგზის მოგება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში 116 მილიონს აჭარბებდა. 2012 წელთან შედარებით რკინიგზის ტვირთბრუნვა პრაქტიკულად განახევრებულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები