კრიმინალი

სააპელაციომ პირს, რომელმაც მამის მანქანა დააზიანა, ჯარიმა 1-წლიანი პატიმრობით შეუცვალა

0 კომენტარი
სააპელაციო სასამართლო ფოტო: სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის საჩივარი გაიზიარა და მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულს ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.  

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 აპრილს, ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგაში, ნასვამმა ს.ტ-მ მამამისის ავტომანქანა ხის ძელის გამოყენებით დააზიანა.  

"ს.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება) წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ  2018 წლის 22 მაისის განაჩენით ს.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ს.ტ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აცხადებს საგამოძიებო უწყება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები