არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ვეძებ ხის სახლს, პრეზიდენტი ჩამოვა, იცხოვრებს და მოისმენს პრობლემებს

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი, კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, იგი აპირებს მოსახლეობის პრობლემებს პირადად გაეცნოს. პრეზიდენტობის კანდიდატმა გამოთქვა სურვილი, რომ საპრეზიდენტო ვადის პერიოდში, 6 წლის მანძილზე, ესტუმრება ამბროლაურს და გარკვეული დროის მანძილზე დარჩება - "თქვენ ამირჩევთ, თუ ამირჩევთ, 6 წლით და ეს არის ძალიან დიდი დრო, რომ მე ვიყო თქვენი წარმომადგენელი - მთავრობასთან, პარლამენტთან. ვაპირებ აქ რომ ჩამოვიდე და სხვათა შორის ვეძებ ერთ ძველ ხის სახლს, მშვენიერ რაჭულ სახლს. პრეზიდენტი ჩამოვა, იცხოვრებს თქვენთან და მოისმენს იმ პრობლემებს, რომლებიც არ შეიძლება, რომ გაიგო, თუ არ ხარ ადგილზე" - ამბობს ამომმრჩეველთან საუბრისას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კამპანია 16 აგვისტოს, დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო.

კომენტარები