მონოგამია

მონოგამია შესაძლოა, ქალებისთვის უფრო რთული იყოს, ვიდრე კაცებისთვის  

Deutsche Bank

“ბევრი ფიქრობს, რომ ქალები კაცებს ღალატობენ, რადგან მათ “ემოციური სიახლოვე” სურთ. სინამდვილეში, ისინი ღალატობენ იმავე მიზეზით, რატომაც მამაკაცები - მათ უნდათ კარგი სექსი” - ამერიკელი მწერალი და კულტურის კრიტიკოსი ვენსდეი მარტინსი თავისი ახალი წიგნით პასუხობს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, რომ მონოგამია მამაკაცისთვის უფრო რთულია, ვიდრე ქალისთვის. წიგნის სახელწოდებაა - რატომ არის ყველაფერი მცდარი, რაც ქალებზე, ლტოლვასა და ღალატზე გვჯერა და როგორ შეუძლია ახალ მეცნიერებას, გაგვათავისუფლოს”.

ვენსდეი მარტინსი ასევე უარყოფს მოსაზრებას, რომ “ქალები არ ღალატობენ თუ ისინი მამაკაცთან ბედნიერად გრძნობენ თავს”. მის კვლევაში, ქალების მესამედი, რომლებმაც ქმრებს უღალატეს, თავის ქორწინებას აღწერდა, როგორც “ბედნიერს” ან “ძალიან ბედნიერს”.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქალებს ბუნებიდან გამომდინარე ურჩევნიათ სიმყუდროვე, არიან მეოჯახეები. მაგრამ სინტია გრემმა, კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ ორჯერ მეტმა ქალმა დაკარგა ინტერესი სექსისადმი ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ვიდრე მამაკაცმა. ეს არ ნიშნავს, რომ ქალებს ნაკლებად მოსწონთ სექსი, მათ უბრალოდ სჭირდებათ მრავალფეროვნება, სექსუალური თავგადასავლები. როდესაც ისინი ამას ვერ იღებენ, სექსუალურად ქრებიან. “ - ამბობს მარტინსი.

ვენსდეი მარტინი ამერიკელი მწერალი და კულტურის კრიტიკოსია, ის ბავშვების აღზრდასა და კულტურებზე წერს.

კომენტარები