ნატაშა ედნან-ლაპეროუსი

15 წლის გოგო ფრენისას, PRET A MANGER-ის სენდვიჩის გამო, ალერგიით დაიღუპა

ედნან-ლაპეროუსები ოჯახი

15 წლის გოგო ლონდონიდან ნიცამდე ფრენისას, სეზამის მარცვლებზე ალერგიის გამო დაიღუპა

15 წლის გოგო, რომელსაც სეზამის მარცვლებზე მწვავე ალერგია ჰქონდა, ლონდონის ჰითრიუს აეროპორტში, Pret a Manger-ის სენდვიჩების ქსელში ბაგეტის ჭამის შემდეგ დაიღუპა. ქსელს მითითებული ჰქონდა, რომ კონკრეტული სენდვიჩი სეზამს არ შეიცავდა. 

ნატაშა ედნან-ლაპეროუსი ჰითროუს აეროპორტიდან ნიცაში გამგზავრების დროს, თვითმფრინავში, 2016 წლის 17 ივლისს დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მამამ ეპიპენის ორი ნემსი გაუკეთა. 

მაშინ Pret a Manger-მა გააკეთა განცხადება, რომ მომხდარის გამო ძალიან დამწუხრებულები იყვნენ. 

ნატაშამ დაღუპვამდე არტიშოკის, ზეთისხილის ტაპენადე ჭამა Pret a Manger-ში, მე-5 ტერმინალში. 

როგორც გაირკვა, სეზამი ბაგეტის ცომში იყო და არა მასზე ზემოდან მოყრილი. 

ნატაშას მამა, ნადიმ ედნან-ლაპეროუსი, რომელიც Wow Toys-ს ის დამფუძნებელია, ამბობს: ახლა ოჯახში სამნი ვართ: ჩემი ცოლი, ჩემი ვაჟი და მე და დღემდე ვცდილობთ, მოვერგოთ ცხოვრებას ჩვენი საყვარელი გოგონას გარეშე. ტკივილთან გამკლავება ყოველდღიური ბრძოლაა და ის ძალიან რთულია.

ყველაფერი, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ, იმის შეხსენებაა, რომ ის ჩვენ შორის აღარ არის - მისი ცარიელი საძინებელი, სკოლის უნიფორმა, რომელიც გარდერობში კიდია, მისი არდადეგების ზურგჩანთა, რომელიც ნიცაში გამგზავრებისთვის იყო ჩალაგებული და დღემდე ასეა. გვიჭირს ამ ტვირთის ტარება". 

100 ადამიანიდან ერთს სეზამზე ალერგია აქვს, რეაქცია კი შესაძლოა იყოს როგორც გამონაყარი და შეშუპება, ასევე სუნთქვის გართულება. 

Pret a Manger-მა დაადასტურა, რომ მის პროდუქტს ინდივიდუალურად არ ახლავს ინფორმაცია, შეიცავს თუ არა ალერგიულ ინგრედიენტებს. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ დახლების ნაცვლად, ალერგიის შესახებ ინფორმაცია მენეჯერისგან შეუძლიათ მიიღონ, რომელსაც სპეციალური მომზადება აქვს გავლილი. ალერგიის შესახებ ინფორმაცია ასევე იძებნება ქსელის საიტზე.

საქმის სასამართლო განხილვა ორშაბათს დაიწყება. 

კომენტარები