აქცია პარლამენტთან

რუთაველზე ორი ადამიანი დააკავეს, აქცია კვლავ გრძელდება

ფორტუნა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს - ნუკრი კუჭაშვილი და გიორგი ფანჯავიძე. თვითმხილველებს დაკავების მიზეზის დასახელება გაუჭირდათ მედიასთან. მათი ნაწილი ამბობს, რომ აქტივისტებს არაფერი დაუშავებიათ. 

შსს-ის განცხადებით, ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიცითვის წინააღმდეგობის გაწევისთვისთვის ადმინისტრაციული წესით, 166-173 მუხლებით, დააკავეს.

"დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს"- გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

პარლამენტთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის შესაძლებლობა არც დღეს მისცეს.

კომენტარები