არჩევნები 2018

კახა კალაძე ეთანხმება "გირჩის" ინიციატივას, აიკრძალოს "ჭუჭუს წელვა" 1 სმ-ზე მეტ მანძილზე

ქართული ოცნება

თბილისის მერი კახა კალაძე ეთანხმება "გირჩის" ინიციატივას, "კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე". კალაძე ამ კონტექსტში საია-ს მიერ ცესკოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, 27 სექტემბერს თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდნენ გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან, რაც შესაძლოა, კანონიდან გადაცდომა - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყოს.

"თქვენს დასმულ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას ვეთანხმები. მინდა მხარი დავუჭირო მას. წაიკითხეთ, რაც "ჯაფარამ" დაწერა. მე მას ნამდვილად ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში",- თქვა კალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

"ჭუჭუს წელვის" აკრძალვის შესახებ გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ ორი დღის წინ დაწერა.

“დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ, კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია.

ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ, კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი.

საპატრიარქო ითხოვს, კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია.

გირჩი ითხოვს, კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არყოფნის პირობებში" - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

კომენტარები