დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე

ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

agora.ge

თანასწორობის მოძრაობის ოფისთან გუშინ ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმისა და ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"ამ ეტაპზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო 
მოქმედებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 28 სექტემბერს, გვიან ღამით, 
„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისის ეზოში, ორგანიზაციის რამდენიმე 
წარმომადგენელსა და იმავე ქუჩაზე მცხოვრები ქალის - 1952 წელს დაბადებულ 
ნ.ი.-ს შორის ხმაურთან დაკავშირებით სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც 
აღნიშნული ქალის ნათესავი - 1983 წელს დაბადებული გ.ფ. შეესწრო. კონფლიქტი, 
ერთი მხრივ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს - ვ.კ.-ს, თ.ე.-ს, ა.უ.-ს, რ.კ.-სა 
და მეორე მხრივ, გ.ფ.-ს შორის გაგრძელდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს 
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტის შედეგად, გ.ფ. მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისი ექსპერტიზების დანიშვნა." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გუშინ, 28 ოქტომბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს.

დაზარალებულია სამი ლგბტ აქტივისტი. თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორგანიზაციის თანამშრომლის თქმით, ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე ამუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა მოკლავდა.

კომენტარები