კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ამერიკელი კეტრინ მაიორგა, პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

როგორც გერმანული გაზეთი Spiegel წერს, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის მაიორგა ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ Spiegel-მა 2017 წელსაც დაწერა. 2018 წლის 28 სექტემბერს კი ვრცელი სტატია მიუძღვნა სადაც კეტრინ მაიორგა შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

კეტრინი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა გააუპატიურა. ანალური სექსის შემდეგ კი ჰკითხა ეტკინა თუ არა რამე.

"მან ჩემ წინ დაიჩოქა და მითხრა, რომ 99%-ით კარგი ბიჭია, გარდა იმ ერთისა"- ამბობს კეტრინი. 

თავად რონალდუ ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით მოხდა.

კომენტარები