არჩევნები 2018

"ყველგან შეგიძლია გათხარო" - "აიისას" პრეზერვატივები ზურაბიშვილის გამოსახულებით

0 კომენტარი
ფოტო: აიისა

#არასალომეზურაბიშვილს - ამ სლოგანით, "აიისამ" ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამოსახულებიანი პრეზერვატივები დაამზადა. პრეზერვატივის ხუთი შეფუთვა ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება.

პრეზერვატივებზე პრეზიდენტობის კანდიდატის ცნობილი ციტატები წერია - "ცოტა ტვინი გაანძრიეთ", "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო" და ა.შ.

შეფუთვები აიისას პლატფორმის#გაბანტე-ს ფარგლებში შეიქმნა, რომლის საშუალებითაც, ყველას შეუძლია შექმნას დიზაინი ნებისმიერი გამოსახულებით/წარწერით, გააზიაროს და შეუკვეთოს ის. ხუთივე გრაფიკული გამოსახულება ნუგზარ მეტრეველს ეკუთვნის.

"აიისა, რა თქმა უნდა, თავის სტილის ხელწერით მალე წარმოგიდგენღ საარჩევნო კოლექციას, თქვენ კი ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავის შეზღუდვა საჭირო არაა, რადგან აიისა ყოველთვის თავისუფლების მხარეს იქნება და მოგცემთ გამოხატვის საშუალებას" - წერს კომპანია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები