აშშ-რუსეთი

NATO-ში აშშ-ის წარმომადგენელი: აკრძალულ რუსულ რაკეტებს ამუშავებამდე გავანადგურებთ

0 კომენტარი
კეი ბეილი ჰაჩინსონი ფოტო: Rauters

NATO-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰაჩინსონმა თქვა, რომ თუ რუსეთი აკრძალულ სარაკეტო სისტემებზე მუშაობას არ შეწყვეტს აშშ მათ მოძებნის და მანამდე გაანადგურებს, სანამ ოპერაციული გახდება.

"ამ მომენტში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავანადგუროთ ნებისმიერი ჩევნი ქვეყნისადმი მიმართული რუსული რაკეტები.

აშშ-ის საპასუხო ზომები მოიცავს რუსეთში შეთანხმების დარღვევით შექმნილი რაკეტების განადგურებას. ისინი გაფრთხილებულები არიან.

ჩვენ რამდენიმე წელია ვუგზავნით რუსეთს მესიჯს, რომ ვიცი მათი მხრიდან შეთანხმების დარღვევის შესახებ." თქვა მან.

აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა თქვა, რომ ამ საკითხს კოლეგებთან ერთად NATO-ს 2-დღიან შეხვედრაზე განიხილავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები