დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური (GRU) კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა.

ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტირს თქმით თავდასხმის სამიზნეებს შორის რუსული და უკრაინული კომპანიები, აშშ-ის დამოკრატიული პარტია, ერთ-ერთი ბრიტანული სატელევიზიო არხი და ანტი-დოპინგის მსოფლიო სააგენტო იყო. რუსეთსა და უკრაინაში თავდასხმის სამიზნეები კიევის მეტრო, ოდესის აეროპორტი, რუსეთის ცენტრალური ბანკი და ორი კერძო მედია კომპანია - Fontanka.ru და Interfax გახდნენ.

ბრიტანეთის პოლიციის აზრით ეს იმავე ქსელს უკავშირდება, ვინც სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში მოწამლა.

"GRU-ს ქმედებები უპასუხიმსგებლოა. ისინი ცდილობენ სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩაერიონ. ისინი რუსული კომპანიებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებისთვისაც მზად არიან. ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გამოვავლენთ და შესაფერის პასუხს გავცემთ GRU-ს ქმედებებს, რომელიც საერთაშორისო სტაბილურობას ძირს უთხრის." თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ბრიტანეთის პოლციის მიერ ეჭვმიტანილად დასახელებული ალექსანდ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი რუსეთის მოქალაქეები არიან.

პოლიციის მიხედვით სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების დასატანად მათ ნინა რიჩის სუნამოს მოდიფიცირებული ფლაკონი გამოიყენეს, რომელის შემდგომ ბრიტანეთის ორი მოქალაქის ხელში აღმოჩნდა, რამაც ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალება გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის თქმით ისინი რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან და ოპერაციაზე დასტური სავარაუდოდ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე გაიცა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით რუსლან ბოშიროვის სახელით ცნობილი ადამიანი სინამდვილეში რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ)-ს ოფიცერი ანატოლი ჩეპიგაა და ის თავისი საქმიანობისთვის რუსეთის სახელმწიფოს მიერ არაერთხელაა დაჯილდოვებული.

შვეიცარიის ოფიციალური პირების განცხადებით მიმდინარე წლის მარტში ჰოლანდიაში დაკავებული და ქვეყნიდან გაძევებული ორი რუსი ჯაშუში შვეიცარიის თავდაცვის ლაბორატორიაში, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სეგეი სკრიპალის მოსაწამლად გამოყენებულ ნერვულ აგენტს, "ნოვიჩოკს" იკვლევს, კიბერ თავდასხმას გეგმავდა.

ვლადიმირ პუტინმა ამ საკითხზე გუშინ მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

"მე ვხედავ, რომ თქვენი კოლეგების ნაწილი ემხრობა თეორიას, რომ სკრიპალი ერთგვარი ადამიანის უფლებათა აქტივისტი იყო. ის უბრალოდ ჯაშუში იყო. სამშობლოს მოღალატე. არსებობს ასეთი კონცეფცია - სამშობლოს მოღალატე. და ის სწორედ ამას წარმოადგენდა. წარმოიდგინეთ რომ ხართ თქვენი ქვეყნის მოქალაქე და უეცრად ჩნდება ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოს ღალატობს. როგორ მოექცევით? ის უბრალოდ ნაძირალაა. სულ ეს არის. ამის გარშემო კი მთელი საინფორმაციო კამპანია ააგორეს...რაც შეეხება საიდმულო სამსახურებს, გუშინ ხომ არ დაიბადნენ. ცნობილია, რომ ჯაშუშობა, ისევე როგორც პროსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა." თქვა პუტინმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები