საბჭოთა რეპრესიები

უკანასკნელი მისამართი - თბილისში რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დაფები გაჩნდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

რუსთაველის გამზირზე, მელიქ აზარიანცის სახლის კედელზე, საბჭოთა ტერორის დროს რეპრესირებული კონსტანტინე ყანდარელის მემორიალური ნიშანი დამონტაჟდა.  

კონსტანტინე ყანდარელი ჟურნალის „ტექნიკა და შრომა“ მთავარი რედაქტორი იყო, ასევე, იყო ლექტორი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. 1931-1937 წლებში ის მუშაობდა სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის დირექტორად.

კონსტანტინე ყანდარელი დააპატიმრეს 1937 წლის 1 მაისს, გამთენიისას. ბრალი დივერსიული აქტის მოწყობის და დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისთვის ორგანიზებული ქმედების მუხლებით წარუდგინეს. 

დაპატიმრებას უძღოდა მისი სახლის ჩხრეკა და ქონების კონფისკაცია. თითქმის 20 წლის განმავლობაში ოჯახმა არაფერი იცოდა მის შესახებ.

კონსტანტინე ყანდარელის შთამომავლები ფოტო: ტაბულა

"აი ამ დაფების გამოჩენა იქნება ხშირად, საკმაოდ უსიამოვნო მწარე, ტრაგიკული, მაგრამ აუცილებელი შეხსენება იმისა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს გაიარა. ის ადამიანები იმსახურებენ, რომ მოვიგონოთ და დავფიქრდეთ, რატომ მოხდა ეს, რა კვალი დატოვა ამან ჩვენს საზოგადოებაზე და რა არის ჩვენი ვალი, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ღია დემოკრატიული საზოგადოების, რომ გავიაზროთ, გავიხსენოთ და დავაფასოთ ეს ადამიანები.  

სამწუხაროა, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა მეხსიერების კულტურის მიმართ, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდის გააზრების მიმართ, ამიტომ მთელი ეს პროცესი ჩვენ გავიარეთ იმ სტანდარტული ნორმებით, რაც სჭირდება ჩვეულებრივი მემორიალის გახსნას. აღქმა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ხსოვნის ნიშანი, ეს არის მასობრივი ტრაგედიის კვალის მონიშვნა, სამწუხაროდ, საკანონმდებლო და პროცედურულ დონეზე ჩვენს სახელმწიფოს და ქალაქს არ გააჩნია", - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი. 

ეს პირველი მემორიალური დაფაა, მომავალში თბილისში კიდევ მრავალი ასეთი ნიშანი გამოჩნდება.

პროექტის იდეა 2013 წელს რუსეთში გაჩნდა. მის ფარგლებში 2014 წლის მარტისთვის როგორც მოსკოვში, ასევე გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა 45 000-ზე მეტი მემორიალური დაფა განთავსდა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები